„მანჩესტერ სიტიმ“ თითქმის გააფორმა გრილიშის ტრანსფერი #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტიმ“ თითქმის გააფორმა გრილიშის ტრანსფერი #1TVSPORT

„ასტონ ვილას“ შემტევი ჯეკ გრილიში ახლოს არის „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლასთან, – დაწერა თავის „ტვიტერში“ ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ.

ინგლისის ნაკრების 25 წლის ფეხბურთელი პრემიერლიგის ჩემპიონთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს – 2026 წლის ბოლომდე.

როგორც სკირა აღნიშნავს, სწორედ გრილიში და არა „ტოტენჰემის“ ფორვარდი ჰარი კეინი იყო „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას მთავარი სატრანსფერო სამიზნე.

2021-22 წლების სეზონში გრილიშმა „ასტონ ვილაში“ 27 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც შვიდი გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

დატოვე კომენტარი