„მანჩესტერ სიტიმ“ „სუონსისთან“ მატჩში 1000-ზე მეტი პასი შეასრულა

01:07, 23.04.2018

პრემიერლიგის 35-ე ტურში „სუონსის“ წინააღმდეგ საშინაო მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ 1015 გადაცემა შეასრულა.

„სიტი“ გახდა პირველი გუნდი ისტორიაში, რომელსაც 1000-ზე მეტი პასი ჰქონდა პრემიერლიგის ერთ მატჩში. შედარებისთვის, „სუონსის“ ამ მატჩში 212 ზუსტი გადაცემა დაუგროვდა.

ეს იყო „სიტის“ პირველი მატჩი ჩემპიონობის განაღდების შემდეგ. დავიდ სილვას, რაჰიმ სტერლინგის, კევინ დე ბრუინის, ბერნარდო სილვასა და გაბრიელ ჟესუსის გოლებით, პეპ გვარდიოლას გუნდმა 5:0 მოიგო.

მსგავსი