„მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად იმარჯვა და მეორე ადგილზე აინაცვლა
„მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად იმარჯვა და მეორე ადგილზე აინაცვლა

პრემიერლიგის მესამე ტურის მორიგ მატჩში „მანჩესტერ სიტი“ „ბორნმუთს“ ესტუმრა და მეტოქე 1-3 დაამარცხა.

ანგარიში მე-15 წუთზე სერხიო აგუერომ გახსნა, რასაც 43-ეზე რაჰიმ სტერლინგმა ერთიც დაყმატა, თუმცა პირველივე ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა ერთი გოლის გაქვითვა მოახერხეს: მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე თავი ჰარი უილსონმა გამოიჩინა.

მეორე ტაიმში „ბორნმუთს“ მატჩის გადარჩენის იმედი მიეცა, თუმცა სერხიო აგუერომ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სამი ტურის შემდეგ პრემიერლიგაში უდანაკარგო მხოლოდ „ლივერპულია“, „მანჩესტერ სიტიმ“ კი მეორე ტურში „ტოტენჰემთან“ ფრედ ითამაშა (2-2) და ლიდერს ორი ქულით ჩამორჩება.