„მანჩესტერ სიტიმ” სტადიონი მედპერსონალს დაუთმო
„მანჩესტერ სიტიმ” სტადიონი მედპერსონალს დაუთმო

ინგლისურმა საფეხბურთო კლუბმა „მანჩესტერ სიტიმ“ საკუთარი სტადიონი ექიმებს და სამედიცინო პერსონალს დაუთმო. ლოჟებში და საკონფერენციო დარბაზებში ექიმები მედპერსონალს კორონავირუსთან საბრძოლველად გადაამზადებენ, იტყობინება FourFourTwo.

ინგლისში ყველანაირი ტურნირი ოფიციალურად 30 აპრილამდეა გაჩერებული, მაგრამ დიდი შანსია, მათი გაგრძელება ამ თარიღისთვისაც არ მოხდეს. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კოვიდ19-ით 665 616 ადამიანია დაინფიცირებული, მათ შორის 30 ათასზე მეტი კი გარდაცვლილი.