„მანჩესტერ სიტიმ“ „სიამაყის მაისური“ გამოუშვა
„მანჩესტერ სიტიმ“ „სიამაყის მაისური“ გამოუშვა

ინგლისის ჩემპიონის „მანჩესტერ სიტის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გასაყიდად გამოიტანეს სპეციალური საკლუბო მაისური სექსუალური უმცირესობებისთვის მხარდაჭერის მიზნით.

მაისურის სახელწოდებაა – „სიამაყის მაისური“. ის თეთრი ფერისაა, წინა მხარეს გუნდის ლოგოა, ზურგზე დახატულია კვადრატი ლგბტ-საზოგადოეიბის ოფიციალურ ფერებში. აგრეთვე, სახელოებზე დატანილია ელემენტები ცისარტყელას ფერებში. მაისურები მთელი სეზონის განმავლობაში გაიყიდება.

1970 წლიდან, ბევრ ქვეყანაში სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები „სიამაყის თვედ“ ივნისს მიიჩნევენ. სწორედ ივნისში, მთელს მსოფლიოში იმართება ყველაზე დიდი რაოდენობით ლგბტ-აღლუმი და მარში.