„მანჩესტერ სიტიმ“ შეიძლება უზბეკი ფეხბურთელი შეიძინოს #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტიმ“ შეიძლება უზბეკი ფეხბურთელი შეიძინოს #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტი“ ინტერესს გამოთქვამს უზბეკეთის ნაკრებისა და ფრანგული „ლანსის“ მცველის აბდუკოდირ ხუსანოვის მიმართ, – დაწერა სოციალურ ქსელში იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ.

წყაროს ცნობით, „მანჩესტერ სიტიმ“ ფეხბურთელი იანვარში განსახოციელებელი პოტენციური ტრანსფერების სიაში შეიყვანა. ასევე აღნიშნავენ, რომ რამდენიმე ტოპ-კლუბიც დაინტერესებულია ხუსანოვის შეძენით.

უზბეკი „ლანსში“ 2023 წლიდან თამაშობს და კონტრაქტით კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა დაკავშირებული.

მიმდინარე სეზონში ხუსანოვმა ყველა ტურნირზე 16 მატჩი ჩაატარა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.