„მანჩესტერ სიტიმ“, შეიძლება, „სპორტინგის“ კაპიტანი შეიძინოს #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტიმ“, შეიძლება, „სპორტინგის“ კაპიტანი შეიძინოს #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტი“ ინტერესს გამოთქვამს ლისაბონის „სპორტინგის“ საყრდენი ნახევარმცველისა და კაპიტნის, მორტენ იულმანის მიმართ, – ამის შესახებ წერს პორტუგალიური გამოცემა A Bola.

წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, მაგრამ „სიტისთვის“ ცნობილია რამდენიმე პირობა, რომელსაც „სპორტინგი“ აყენებს. მიუხედავად იმისა, რომ გამოსასყიდ თანხად მითითებულია 80 მილიონი ევრო, ლისაბონური კლუბის ხელმძღვანელობა მზად არის, აწარმოოს მოლაპარაკებები 40-50 მილიონი ევროს ოდენობის სატრანსფერო თანხაზე.

მიმდინარე სეზონში იულმანმა ყველა ტურნირზე 39 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი მოქმედი ხელშეკრულება „სპორტინგთან“ 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.