„მანჩესტერ სიტი“ განიხილავს ზაფხულში მადრიდის „რეალის“ 22 წლის ნახევარმცველის, ედუარდო კამავინგას შეძენის შესაძლებლობას. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა Football Transfers-ი.
წერენ, რომ „სიტი“ ფრანგ ფეხბურთელში ხედავს 34 წლის ილქაი გიუნდოგანისა და 30 წლის ბერნარდო სილვას იდეალურ შემცვლელს. ინგლისური კლუბის მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ასევე იწონებს კამავინგას პოტენციურ ტრანსფერს. ესპანელ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი მის გუნდს ენერგიას შემატებს.
მიმდინარე სეზონში კამავინგამ ყველა ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი „რეალთან“ 2029 წლის ზაფხულამდეა ძალაში.