„მანჩესტერ სიტიმ“ რუბენ დიასთან ახალი კონტრაქტის შესახებ შეთანხმებას მიაღწია #1TVSPORT

11:16, 05.08.2025

პორტუგალიელი ცენტრალური მცველი რუბენ დიასი „მანჩესტერ სიტიში“ დარჩება და ახალ კონტრაქტს გააფორმებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი დევიდ ორშტეინი ავრცელებს.

როგორც ორშტეინი წერს, პორტუგალიელ ფეხბურთელთან „სიტი“ მრავალწლიან ხელშეკრულებას დადებს. მოქმედი კონტრაქტი დიასს კლუბთან 2027 წლის ივნისში ეწურება.

რუბენ დიასი „მანჩესტერ სიტის“ 2020 წელს „ბენფიკიდან“ 62 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა და გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდა.

პორტუგალიელი 2020/2021 წლის სეზონში პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, 2023 წელს კი გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

მსგავსი