„მანჩესტერ სიტიმ“ როდრის ახალი კონტრაქტის თაობაზე მიმართა #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტიმ“ ესპანელ ნახევარმცველს, როდრის ახალი კონტრაქტი შესთავაზა, – დაწერა სოციალურ ქსელში იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ.
აღნიშნავენ, რომ წელს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას როდრის მოუწევს არჩევანის გაკეთება „სიტისა“ და მადრიდის „რეალს“ შორის, რომელიც კვლავინდებურად იჩენს დაინტერესებას ესპანელი ფეხბურთელის მიმართ.
თუ როდრი უარყოფს „სიტის“ შეთავაზებას, ინგლისური კლუბი მაინც მოითხოვს პოტენციური მყიდველისგან სოლიდურ თანხას ტრანსფერის სანაცვლოდ.
როდრის მოქმედი ხელშეკრულება „მანჩესტერ სიტისთან“ 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.