„მანჩესტერ სიტიმ“ როდრიგოს ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო #1TVSPORT

22:20, 15.08.2025

მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა როდრიგომ, შესაძლოა, კარიერა „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელოს.

როგორც იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა წერს, მხარეებმა უკვე გამართეს პირველი ხანგრძლივი მოლაპარაკებები.

„სიტი“ მზად არის, შესთავაზოს ბრაზილიელს კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე. არჩევანი როდრიგოზეა: თუ ის თანხმობას განაცხადებს, „რეალი“ დაიწყებს მოლაპარაკებებს ტრანსფერზე 100 მილიონი ევროს ღირებულებით.

უფრო ადრე გაჩნდა ინფორმაცია, რომ „რეალი“ მზად არის, როდრიგო ჩართოს გაცვლით გარიგებაში, რომლითაც, ის „სიტიდან“ ნახევარმცველ როდრის მიიღებს.

მსგავსი