„მანჩესტერ სიტიმ“ რეინდერსი 61 მილიონ ევროდ „ალ-კადისიაში“ გაყიდა #1TVSPORT

20:48, 19.08.2026

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი ტიჯანი რეინდერსი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს.

ნიდერლანდების ნაკრების 28 წლის ფეხბურთელი „ალ-კადისიაში“ ითამაშებს.

უფრო ადრე დაიწერა იმის შესახებ, რომ „სიტი“ თავისი ფეხბურთელის სანაცვლოდ 61 მილიონ ევროს მიიღებს.

„მილანიდან“ ტრანსფერის შემდეგ რეინდერსმა მანჩესტერულ კლუბში ერთი სეზონი ითამაშა. პრემიერლიგის 28 მატჩში მან ხუთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი