„მანჩესტერ სიტიმ“ ოფიციალურად გამოაცხადა „ლიონიდან“ შემტევი ნახევარმცველის, რაიან შერკის შეძენის შესახებ. ფრანგმა ინგლისურ კლუბთან 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი.
21 წლის ფეხბურთელი „ლიონის“ აღზრდილია და ამ გუნდში 185 მატჩი ჩაატარა. 2024-25 წლების სეზონის შედეგებით ის ლიგა 1-ის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ასევე, შერკის დებიუტი ჰქონდა საფრანგეთის ნაკრებში ერთა ლიგის „ოთხთა ფინალში“.
შერკი უკვე შეუერთდა „სიტის“ და შეძლებს ამ ზაფხულს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს.