„მანჩესტერ სიტიმ“ „პალმეირასიდან“ ბრაზილიელი გარემარბი შეიძინა #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტიმ“ გამოაცხადა „პალმეირასიდან“ 22 წლის გარემარბის, ალან ანდრადეს ტრანსფერის შესახებ. ინგლისურმა კლუბმა ბრაზილიელ ფეხბურთელთან 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი.
„სიტიმ“ აღნიშნულ ტრანსფერში 37.5 მილიონი ევრო გადაიხადა, რასაც 2.5 მილიონი დაემატა ბონუსების სახით.
ალანმა „პალმეირასში“ 96 მატჩი ჩაატარა, ცხრა გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.