„მანჩესტერ სიტიმ“ „პალმეირასიდან“ ალანის ტრანსფერი შეათანხმა #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტი“ და ბრაზილიური „პალმეირასი“ ალანის ტრანსფერზე შეთანხმდნენ, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
სატრანსფერო სიახლეების ექსპერტის თქმით, ინგლისური კლუბი 22 წლის გარემარბის სანაცვლოდ ბრაზილიურ კლუბს 40 მილიონ ევროს გადაუხდის, ასევე გათვალისწინებულია ბონუსებიც.
კლუბებს შორის ამჟამად დოკუმენტების გაცვლა მიმდინარეობს და ტრანსფერი მალე ოფიციალურ სახეს მიიღებს.
ალანმა „პალმეირასის“ რიგებში ბოლო ორ სეზონში 71 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.