„მანჩესტერ სიტიმ“ ორი ტოპ-ფეხბურთელის შესაძენად, შესაძლოა, რაჰიმ სტერლინგი დათმოს #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტიმ“ ორი ტოპ-ფეხბურთელის შესაძენად, შესაძლოა, რაჰიმ სტერლინგი დათმოს #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდმა რაჰიმ სტერლინგმა, შესაძლოა, უახლოესი სატრანსფერო ფანჯრისას დატოვოს კლუბი, – ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა Football Insider-მა დაწერა.

წყაროს ცნობით, 26 წლის ინგლისელი აღარ შედის „სიტის“ მთავარი მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას გეგმებში.

ესპანელ სპეციალისტს სურს, რომ კლუბმა უკვე ამ ზაფხულში გაყიდოს სტერლინგი, ხოლო მიღებული თანხა დახარჯოს ორ ფეხბურთელზე – „ასტონ ვილას“ ნახევარმცველზე ჯეკ გრილიშზე და „დორტმუნდის“ ფორვარდ ერლინგ ჰალანდზე.

სტერლინგმა ამ სეზონში 43 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი პასი შეასრულა.