„მანჩესტერ სიტიმ“ ნიკო ო’რაილისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT

13:04, 27.09.2025

ინგლისურმა „მანჩესტერ სიტიმ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნახევარმცველ ნიკო ო’რაილისთან თანამშრომლობა გაგრძელდა. ახალი კონტრაქტი ძალაში 2030 წლის ივნისის ბოლომდე იქნება.

20 წლის ფეხბურთელი „სიტის“ აკადემიის აღზრდილია. პირველ გუნდში მან ყველა ტურნირზე 27 შეხვედრა ჩაატარა. ო’რაილიმ ხუთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ანალიტიკური სამენეჯერო პლატფორმა Transfermarkt-ი ახაგალზარდა ფეხბურთელს 18 მილიონ ევროდ აფასებს.

მსგავსი