„მანჩესტერ სიტიმ“ ნათან აკე 10-11 კვირით დაკარგა #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტიმ“ ნათან აკე 10-11 კვირით დაკარგა #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გუარდიოლას განცხადებით, გუნდს ნიდერლანდელი მცველი ნათან აკე 10-11 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

ნიდერლანდების ნაკრების ფეხბურთელმა ტრავმა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის მერვედფინალში, „პლიმუთის“ წინააღმდეგ მიიღო. ის შეხვედრა „სიტიმ“ 3:1 მოიგო.

„მანჩესტერ სიტი“ მიმდინარე სეზონში უკვე გამოეთიშა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგას. გუარდიოლას გუნდი პლეი ინში მადრიდის „რეალმა“ დაამარცხა.

რაც შეეხება პრემიერლიგას, ინგლისის ჩემპიონატში „სიტი“ 47 ქულით მეოთხე ადგილზეა და ლიდერ „ლივერპულს“ 20 ქულით ჩამორჩება.