„მანჩესტერ სიტიმ“ მთავარ მწვრთნელად ენცო მარესკას დანიშვნის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT

17:15, 29.06.2026

ენცო მარესკა „მანჩესტერ სიტის“ ახალი მთავარი მწვრთნელია, – ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

იტალიელმა სპეციალისტმა მანჩესტერულ კლუბთან ხელშეკრულება 2029 წლის 30 ივნისის ჩათვლით გააფორმა.

„„მანჩესტერ სიტი“ ის კლუბია, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ და ამ გუნდის გაწვრთნის შანსი ჩემთვის ბრწყინვალე შესაძლებლობაა.

„სიტიში“ შესანიშნავი მმართველობითი სტრუქტურაა. ყველაფერი, რასაც აკეთებენ, არის ინოვაციური, დაგეგმილი და მიზანმიმართული. მწვრთნელისთვის ეს საოცნებო სიტუაციაა – უზრუნველყოფს იმ სტაბილურობას, რაც ჩემი საქმის ეფექტურად შესასრულებლად მჭირდება. მე ვიცნობ ამ კლუბს, ვიცი მოთხოვნები და ვიცი მოლოდინები“, – განაცხადა მარესკამ.

ენცო მარესკა „მანჩესტერ სიტიში“ 2020/2021 წლის სეზონში მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გუარდიოლას ასისტენტი იყო. შემდეგ ის „ლესტერსა“ და ლონდონის „ჩელსის“ წვრთნიდა. მასთან ერთად 2025 წელს „ჩელსიმ“ უეფა-ს კონფერენს ლიგა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

მსგავსი