„მანჩესტერ სიტიმ“ მიმდინარე სეზონში მესამე ტიტული მოიგო
„მანჩესტერ სიტიმ“ მიმდინარე სეზონში მესამე ტიტული მოიგო

„მანჩესტერ სიტიმ“ სეზონის მესამე ტიტული მოიგო.

ლონდონში, უემბლის სტადიონზე, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში, ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა „უოტფორდი“ 6-0 გაანადგურა, რაჰიმ სტერლინგმა კი ასოციაციის თასის ფინალების ისტორიაში 1953 წლის შემდეგ პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა.

ანგარიში ესპანელმა დავიდ სილვამ გახსნა, 12 წუთში კი სტერლინგმა ანგარიში ორამდე გაზარდა.

კიდევ ოთხი გოლი მანჩესტერელებმა მეორე ტაიმში გაიტანეს: 61-ე და 68-ე წუთებზე კევინ დე ბრუინმა და გაბრიელ ჟეზუსმა გამოიჩინეს თავი, მატჩის ბოლო 10 წუთში კი ისევ სტერლინგმა იყოჩაღა და კიდევ ორი გოლი გაუტანა მეტოქეს.

ამრიგად, პრემიერლიგისა და ინგლისის ლიგის თასის მოგებას სიტიმ ასოციაციის თასიც დაუმატა და სეზონი სამმაგი გამარჯვებით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მანჩესტერელები „ტოტენჰემთან“ დამარცხდნენ.