„მანჩესტერ სიტიმ“ „მილანიდან“ ტიჯანი რეინდერსის ტრანსფერი შეათანხმა #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტიმ“ „მილანთან“ 26 წლის ნიდერლანდელი ნახევარმცველის, ტიჯანი რეინდერსის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
როგორც რომანო წერს, რეინდერსი ინგლისურ გუნდს, ბონუსების გათვალისწინებით, 70 მილიონ ევროდ შეუერთდება და ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
რეინდერსი „მილანში“ 2023 წელს „ალკმაარიდან“ გადავიდა. იტალიური გრანდის მაისურით ჩატარებულ 104 შეხვედრაში მან 19 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში ის სერია A-ს სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ „სიტი“ ახლოსაა, „ლიონიდან“ რაიან შერკის ტრანსფერი დახუროს.