„მანჩესტერ სიტიმ“ მაროკოელი ფეხბურთელი აიუბ ბუადი წარადგინა #1TVSPORT

15:42, 26.08.2026

18 წლის მაროკოელი მოთამაშე აიუბ ბუადი კარიერას „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს.

ახალგაზრდა ფეხბურთელსა და ინგლისურ კლუბს შორის ხელშეკრულება 2031 წლის ზაფხულამდე გაფორმდა. აღნიშნული ტრანსფერისთვის ბუადის ყოფილი კლუბი „ლილი“, ჯამშ,ი 100 მილიონ ევროს მიიღებს, საიდანაც 95 მილიონი გარანტირებული თანხაა, ხოლო დარჩენილი 5 მილიონი – ბონუსების სახითაა გათვალისწინებული.

ბუადი სწორედ „ლილის“ აკადემიის აღზრდილია. მთავარ გუნდში მან თამაში 2023-2024 წლების სეზონიდან დაიწყო და მას შემდეგ 96 მატჩი ჩაატარა – მაროკოელს გოლი არ გაუტანია.

ბუადი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოს ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო.

მსგავსი