„მანჩესტერ სიტიმ“ „კრისტალ პალასი“ დაამარცხა და უკვე ამ ტურში შეუძლია გაჩემპიონება [ვიდეო] #1TVSPORT

19:30, 01.05.2021

ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურში ლიდერმა „მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად დაამარცხა „კრისტალ პალასი“ – 2:0.

ანგარიში 57-ე წუთზე სერხიო აგუერომ გახსნა, რამდენიმე წუთში მეორე გოლი ფერან ტორესმა შეაგდო.

ამ მოგების შემდეგ, „სიტიმ“ 13 ქულით გაუსწრო უახლოეს მდევარ „მანჩესტერ იუნაიტედს“ და უკვე ამ ტურში ოფიციალურად გაიფორმებს ჩემპიონობას, თუ „იუნაიტედი“ კვირას შინ წააგებს „ლივერპულთან“.

https://twitter.com/i/status/1388474647709159424

https://twitter.com/i/status/1388475460359753729

მსგავსი