„მანჩესტერ სიტიმ“ ჯანლუიჯი დონარუმას ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT

13:21, 02.09.2025

„მანჩესტერ სიტიმ“ იტალიელი მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

26 წლის ფეხბურთელი ინგლისურ გუნდს „პარი სენ-ჟერმენიდან“ შეუერთდა. ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მეკარე პარიზელთა მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს გეგმებში აღარ შედიოდა.

დონარუმამ „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი 2030 წლის ივნისის ჩათვლით გააფორმა, ხოლო ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, მის სანაცვლოდ „პარი სენ-ჟერმენმა“ 30 მილიონი ევრო მიიღო.

ჯანლუიჯი დონარუმა „მილანის“ აკადემიის წევრი 2013 წელს გახდა, მთავარ გუნდში კი ის 15 წლის ასაკში მიიწვიეს. 2021 წელს იტალიელი „პარი სენ-ჟერმენში“ გადაბარგდა. პარიზული გუნდის რიგებში მან 161 მატჩი ჩაატარა და 10 ტიტული მოიგო.

დონარუმა იტალიის ნაკრებთან ერთად ევრო 2020-ის ჩემპიონია, ის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

მსგავსი