„მანჩესტერ სიტიმ“ ჰალანდი წარადგინა #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტიმ“ ჰალანდი წარადგინა #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტიმ“ 21 წლის ნორვეგიელი ფორვარდი წარადგინა. ერლინ ჰალანდი „ქალაქელების“ რიგებს ოფიციალურად პირველი ივლისიდან შეუერთდება, როდესაც ხუთწლიან კონტრაქტს მოეწერება ხელი.

„ბოლო სეზონების განმავლობაში „სიტის“ თამაშებს თვალს დიდი სიამოვნებით ვადევნებდი. შეუძლებელია არ აღფრთოვანდე ამ გუნდის ძალიან საინტერესო სტილით, უამრავი საგოლე მომენტის შექმნით, რომელიც ასე მიესადაგება თამაშის ჩემს სტილს“, – მოჰყავს ჰალანდის სიტყვები „მანჩესტერ სიტის“ ოფიციალურ ვებგვერდს.

ჰალანდი „დორტმუნდში“ 2020 წლიდან თამაშობდა. ამ პერიოდის განმავლობაში ნორვეგიელმა გერმანული კლუბის რიგებში 89 მატჩში ჩაატარა, გაიტანა 86 გოლი და 23 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.