„მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობა ემზადება მთავარ მწვრთნელთან ხოსეპ გვარდიოლასთან გამოსათხოვებლად, რისი მიზეზიც არადამაკმაყოფილებელი შედეგებია.
„სიტის“ ბოსებმა უკვე დაიწყეს ახალი მთავარი მწვრთნელის ძიება. გამოცემა E-noticies-ის ინფორმაციით, მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელები შეჩერდნენ „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელზე სესკ ფაბრეგასზე, რომელიც, ამჟამად, სათავეში უდგას იტალიურ „კომოს“.
წყაროს ცნობით, „მანჩესტერ სიტი“ მაქსიმალურად შეეცდება ზაფხულში ესპანელი მწვრთნელის გადაბირებას.
ამ მომენტისთვის პეპ გვარდიოლას გუნდი მეხუთე ადგილზეა პრემიერლიგის გათამაშების ცხრილში.