„მანჩესტერ სიტიმ“ ენცო ფერნანდესი სარეკორდო თანხად შეიძინა #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტიმ“ ოფიციალურად გამოაცხადა „ჩელსის“ ნახევარმცველის, ენცო ფერნანდესის ტრანსფერის შესახებ.
გარიგების თანხა არ გამოცხადებულა, თუმცა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „სიტიმ“ 25 წლის არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 125 მილიონი ფუნტი გადაიხადა. ეს არის პრემიერლიგის სატრანსფერო რეკორდის გამეორება. 2025 წლის ზაფხულში ასეთივე თანხა გადაუხადა „ლივერპულმა“ „ნიუკასლს“ ფორვარდ ალექსანდრ ისაკის შესაძენად.
ენცო ფერნანდესმა თავის ახალ კლუბთან 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი.