„მანჩესტერ სიტიმ“ ეგვიპტელი თავდამსხმელი ომარ მარმუში შეიძინა #1TVSPORT
ეგვიპტელი თავდამსხმელი ომარ მარმუში ფრანკფურტის „აინტრახტიდან“ კარიერას „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
მხარეები ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებას რამდენიმე კვირის მანძილზე აწარმოებდნენ და საბოლოოდ, შეთანხმება შედგა.
25 წლის ეგვიპტელი ფეხბურთელი ინგლისის მოქმედ ჩემპიონთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხოლო მის სანაცვლოდ „აინტრახტი“, დაახლოებით, 60 მილიონ ევროს მიიღებს.
მიმდინარე სეზონში მარმუშმა გერმანიის ბუნდესლიგაში ჩატარებულ 17 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.
გარდა ომარ მარმუშისა, „სიტიმ“ უკვე მიაღწია შეთანხმებას უზბეკ ხუსენოვთან და ბრაზილიელ ვიტორ რეისთან.