„მანჩესტერ სიტიმ“ ედერსონი შეიძლება ტერ შტეგენით შეცვალოს #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტიმ“ ედერსონი შეიძლება ტერ შტეგენით შეცვალოს #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტი“ „ბარსელონას“ 33 წლის მეკარეს მარკ-ანდრე ტერ შტეგენს თავისი ამჟამინდელი გოლკიპერის ედერსონის პოტენციურ შემცვლელად განიხილავს, – წერს ინტერნეტგამოცემა TEAMtalk.

წყარო იტყობინება, რომ „ბარსელონა“ მზად არის განიხილოს წინადადება გერმანელი მეკარის გაყიდვაზე. აღნიშნავენ, რომ ტერ შტეგენი შეიძლება წავიდეს „მანჩესტერ სიტიდან“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ. მის მიმართ დიდი დაინტერესებაა ევროპული და საუდის არაბეთის კლუბებისგან.

ტერ შტეგენი „ბარსელონაში“ 2014 წლიდან თამაშობს. მისი მიმდინარე კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.