„მანჩესტერ სიტიმ“ დე ბრუინისა და უოკერის შემცვლელები იპოვნა და მათთვის 200 მილიონი გაამზადა #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტიმ“ დე ბრუინისა და უოკერის შემცვლელები იპოვნა და მათთვის 200 მილიონი გაამზადა #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტი“ „ლევერკუზენის“ ორი ლიდერით ინტერესდება: გერმანელი ნახევარმცველით ფლორიან ვირტცით და ნიდერლანდელი განაპირა მცველით ჯერემი ფრიმპონგით, – წერს გამოცემა El Nacional.

წყაროს ცნობით, „სიტის“ ხელმძღვანელობა 22 წლის გერმანელში კევინ დე ბრუინის შემცვლელს ხედავენ, რომელიც ზაფხულში, შესაძლოა, საუდის არაბეთში გადავიდეს. ვირტცის ხელში ჩასაგდებად ბევრი გრანდი იბრძვის, მაგრამ მანჩესტერში მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება გახდეს ის, რომ ფეხბურთელს „სიტის“ დამრიგებელთან ხოსეპ გვარდიოლასთან თანამშრომლობა სურს.

რაც შეეხება ფრიმპონგს, მისი გაფორმება აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც კაილ უოკერი იჯარით „მილანში“ გადავიდა.

როგორც იტყობინებიან, „მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობამ ამ ორი ფეხბურთელის ტრანსფერისთვის 200 მილიონი ევრო გაამზადა.

მიმდინარე სეზონში ფლორიან ვირტცმა 32 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ჯერემი ფრიმპონგის მონაგარი 31 მატჩში სამი გოლი და 10 საგოლე პასია.