„მანჩესტერ სიტიმ“ და „ლიონმა“ შერკის ტრანსფერი შეათანხმეს #1TVSPORT

18:55, 09.06.2025

„ლიონისა“ და საფრანგეთის ნაკრების გარემარბი რაიან შერკი ახლოს არის „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლასთან.

გაზეთ L’Equipe-ის ინფორმაციით, კლუბებმა შეათანხმეს 21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი. „სიტი“ შერკის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს გადაიხდის.

გასულ სეზონში შერკიმ ყველა ტურნირზე 44 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 20 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი