„მანჩესტერ სიტიმ“ და იოშკო გვარდიოლმა ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტიმ“ და იოშკო გვარდიოლმა ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტი“ „ლაიპციგის“ მცველის, იოშკო გვარდიოლის ტრანსფერზე მუშაობს.

როგორც Sky Sport Deutschland-ის ჟურნალისტმა, ფილიპ ჰინცემ საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა, გვარდიოლი ინგლისის ჩემპიონის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. გერმანულ კლუბს ხორვატი მცველის სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს მიღება სურს.

„მანჩესტერ სიტიმ“ უკვე მიაღწია ზეპირ შეთანხმებას გვარდიოლთან, რომელსაც მალე საზარდულზე ოპერაცია ელოდება. ამის გამო ის რამდენიმე კვირას გამოტოვებს.

გასულ სეზონში 21 წლის ხორვატმა 41 მატჩი ჩაატარა „ლაიპციგის“ შემადგენლობაში.