„მანჩესტერ სიტიმ“ ბუნდესლიგის მეორე ბომბარდირთან კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტიმ“ ბუნდესლიგის მეორე ბომბარდირთან კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT

„აინტრახტისა“ და ეგვიპტის ნაკრების ფორვარდი ომარ მარმუში ახლოს არის „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლასთან, – წერს იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

ინგლისურმა კლუბმა უკვე 100 პროცენტით შეათანხმა პირადი კონტრაქტის პირობები.

ამ მომენტისთვის აქტიური მოლაპარაკებები მომდინარეობს კლუბებს შორის ტრანსფერის დეტალებზე. მხარეებს სურთ გარიგება მომავალ კვირას დაასრულონ,

აღნიშნავენ, რომ „სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა მარმუშში „ატლეტიკოში“ გადასული ხულიან ალვარესის იდეალურ შემცვლელს ხედავს.

მარმუშმა ბუნდესლიგის გათამაშებაში 14 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ერთი ბურთით ჩამორჩება ლიდერ ჰარი კეინს.