„მანჩესტერ სიტიმ“ „ასტონ ვილა“ დაამარცხა - 3:0
„მანჩესტერ სიტიმ“ „ასტონ ვილა“ დაამარცხა - 3:0

„მანჩესტერ სიტიმ“ „ასტონ ვილას“ უმასპინძლა და დამაჯარებელი ანგარიშით – 3:0 გაიმარჯვა.

პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა, მეორე ტაიმში კი მასპინძლებმა „ასტონ ვილას“ სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს.

მანჩესტერელებს პრემიერ ლიგის ამჟამინდელ ლიდერთან, „ლივერპულთან“ ამ გამარჯვების შემდეგ, მხოლოდ სამი ქულა აშორებთ.

„ლივერპულს“ რა თქმა უნდა, შეუძლია სხვაობა ისევ ექვს ქულამდე გაზარდოს, თუ ხვალ „ტოტენჰემს“ დაამარცხებს.

87 – ე წუთზე „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი წითელი ბარათით მოედნიდან გააძევეს. თუმცა, მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთიღა რჩებოდა და რიცხვობრივი უპირატესობის გამოყენებით, „ასტონ ვილასთვის“თამაშის ბედის შეცვლა შეუძლებელი იყო.