„მანჩესტერ სიტიმ“ 6:0 მოიგო, ჰალანდმა ზედიზედ მეორე მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტიმ“ 6:0 მოიგო, ჰალანდმა ზედიზედ მეორე მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

პრემიერლიგის მეხუთე ტურში ინგლისის ჩემპიონმა „მანჩესტერ სიტიმ“ შინ მიიღო „ნოტინგემ ფორესტი“ 6:0 გაიმარჯვა.

პირველ ტაიმში ჰეთ-თრიკი შეასრულა ერლინგ ჰალანდმა. ნორვეგიელმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა სამი გოლი. აქამდე ექვსმა ფეხბურთელმა შეძლო ასეთი რამის გაკეთება – ლეს ფერდინანდმა, იან რაიტმა, ტიერი ანრიმ, დიდიე დროგბამ, უეინ რუნიმ და ჰარი კეინმა (ორჯერ). ახლა, ჰალანდს ხუთ ტურში ცხრა გოლი დაუგროვდა, რაც პრემიერლიგის ახალი რეკორდია. აქამდე რვა გოლი ჰქონდათ პირველ ხუთ ტურში სერხიო აგუეროსა (მანჩესტერ სიტი) და მაიკლ ქუინს (ქოვენთრი).

მეორე ტაიმში ოთხ ბურთამდე გაზარდა ანგარიში ჟოაო კანსელომ. მატჩის კიდევ ერთი გმირი გახდა ხულიან ალვარესი, რომელმაც 65-ე წუთზე სადებიუტო გოლი გაიტანა პრემიერლიგაში, 87-ე წუთზე კი დუბლი შეასრულა.

„მანჩესტერ სიტიმ“ 13 ქულა დააგროვა და ცხრილში მეორე ადგილზეა.