„მანჩესტერ სიტიმ“ 2025-26 წლების სეზონისთვის საშინაო ფორმა წარადგინა #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ პრესსამსახურმა 2025-26 წლების სეზონისთვის ახალი საშინაო ფორმა წარადგინა.
აღნიშნავენ, რომ პირველად კლუბის ისტორიაში, ფორმის საშინაო კომპლექტზე გაჩნდება დიაგონალური ხაზი, რომელიც ადრე ბევრჯერ იყო გამოყენებული „სიტის“ გასვლით ფორმებში.
„მანჩესტერ სიტი“ პირველად ახალი საშინაო ფორმით კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, რომელიც წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება.