იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტიმ“ და ბრაზილიურმა „პალმეირასმა“ სრულ შეთანხმებას მიაღწიეს 19 წლის ცენტრალური მცველის ვიტორ რეისის ინგლისურ კლუბში გადასვლის შესახებ.
ტრანსფერის თანხამ 40 მილიონი ევრო შეადგინა. ფეხბურთელი ემზადება მანჩესტერში გასაფრენად, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს და მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმოს.
რეისი „პალმეირასის“ აღზრდილია. გასულ სეზონში მან მოახერხა ბრაზილიური კლუბის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა და 22 მატჩი ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, „მანჩესტერ სიტი“ საბოლოოდ მოელაპარაკა „ლანსს“ უზბეკი ცენტრალური მცველის აბდუკოდირ ხუსანოვის ტრანსფერზე.