„მანჩესტერ სიტიმ“ 18 წლის ბუადის ტრანსფერზე მოილაპარაკა #1TVSPORT

10:13, 10.08.2026

„მანჩესტერ სიტიმ“ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია ფრანგულ „ლილთან“ მაროკოს ნაკრების 18 წლის ნახევარმცველის, აიუბ ბუადის შეძენაზე. როგორც ჟურნალისტმა დევიდ ორნშტეინმა სოციალურ ქსელში დაწერა, კლუბებმა მოილაპარაკეს 129 მილიონი ევროს ღირებულების ტრანსფერზე.

წყაროს ცნობით, თავად ბუადი დაინტერესებულია ტრანსფერში, ხოლო გარიგება დასკვნით ეტაპზეა. უფრო ადრე წერდნენ, რომ ფეხბურთელთან შეთანხმებულია ხუთწლიანი კონტრაქტი.

გასულ სეზონში ბუადიმ ყველა დონეზე 42 მატჩი ჩაატარა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი „ლილთან“ 2029 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

მსგავსი