„მანჩესტერ სიტიმ“ 18 წლის ბუადი 100 მილიონად შეიძინა #1TVSPORT

15:20, 23.08.2026

„მანჩესტერ სიტიმ“ და „ლილმა“ შეათანხმეს 18 წლის ნახევარმცველის, აიუბ ბუადის ტრანსფერი. ინგლისური კლუბი 100 მილიონ ევროს გადაიხდის, რასაც ბონუსები დაემატება. თავად ფეხბურთელმა ჯერ კიდევ ივლისში შეათანხმა პირადი კონტაქტის დეტალები „სიტისთან“. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ.

გასულ სეზონში ბუადიმ ყველა ტურნირზე 42 მატჩი ჩაატარა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი მოქმედი კონტრაქტი „ლილთან“ 2029 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

მსგავსი