„მანჩესტერ სიტი“ ზამთარში სტერლინგს არ დათმობს #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტი“ ზამთარში სტერლინგს არ დათმობს #1TVSPORT

ინგლისის ჩემპიონი „მანჩესტერ სიტი“ ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს ნახევარმცველ რაჰიმ სტერლინგთან.

გაზეთ The Telegraph-ის მონაცემებით, ინგლისურმა კლუბმა უარყო სხვა გუნდების ყველა წინადადება სტერლინგთან დაკავშირებით და არ დათმობს ფეხბურთელს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ 2022 წლის დასაწყისში რიად მაჰრეზი რამდენიმე კვირით გაემგზავრება ალჟირის ნაკრებში აფრიკის ერთა თასზე სათამაშოდ.

შეგახსენებთ, რომ სტერლინგის მიმართ აქტიურ დაინტერესებას იჩენს „ბარსელონა“, რომელიც ზამთარში ფეხბურთელის იჯარით აყვანას გეგმავს. თავად ნახევარმცველი კი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ არ აქვს გარანტირებული ადგილი „სიტის“ ძირითად შემადგენლობაში.

ამ სეზონში სტერლინგმა 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ოთხი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.