„მანჩესტერ სიტი“ ზაფხულში დიდ საკადრო წმენდას ამზადებს - გაშვების კანდიდატია 8 ფეხბურთელი #1TVSPORT
მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, „მანჩესტერ სიტიში“ დიდი საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი.
როგორც გაზეთი Daily Mirror წერს, ზაფხულში ხოსეპ გვარდიოლას გუნდის შემადგენლობა მნიშვნელოვნად გადახალისდება. ამ საკადრო წმენდის ჰედლაინერი გახდება ჯეკ გრილიში. მის გარდა, „მანჩესტერ სიტი“ მზად არის განიხილოს წინადადებები კევინ დე ბრუინზე, ბერნარდო სილვაზე, ჯონ სტოუნსზე, მატეო კოვაჩიჩზე, ილქაი გიუნდოგანზე, ედერსონზე და კაილ უოკერზე.
ყველაზე ახლოს გუნდიდან წასვლასთან არის ოუკერი, რომელიც სეზონის მეორე ნაწილში იჯარის წესით თამაშობს „მილანში“. იტალიურმა კლუბმა უკვე გამოთქვა ინგლისელი ფეხბურთელის გამოსყიდვის სურვილი.