„მანჩესტერ სიტი“ უზბეკ აბდუკოდირ ხუსანოვს 50 მილიონ ევროდ შეიძენს #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტი“ ფრანგული „ლანსის“ 20 წლის ცენტრალური მცველის, უზბეკი აბდუკოდირ ხუსანოვის ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
როგორც ცნობილი საფეხბურთო ჟურნალისტი წერს, ინგლისის მოქმედი ჩემპიონი უზბეკი ფეხბურთელის წარმომადგენლებთან შეთანხმდა და ახლა მოლაპარაკება უშუალოდ კლუბთან მიმდინარეობს.
რამდენიმე ფრანგული წყაროს ცნობით, „მანჩესტერ სიტი“ „ლანსს“ 50 მილიონ ევროს გადაუხდის, რაც ხუსანოვს უზბეკური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშედ აქცევს.
„ლანსმა“ ფეხბურთელი 2023 წელს ბელარუსული „ენერგეტიკიდან“ 100 000 ევროდ დაიმატა.