უეფა-ს პრესსამსახურმა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა განახლებული საკლუბო რეიტინგი.
კონტინენტის საუკეთესო გუნდად კვლავინდებურად რჩება „მანჩესტერ სიტი“. მეორე ადგილზეა მადრიდის „რეალი“, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონია, მესამეზე – „ბაიერნი“.
უეფა-ს რეიტინგის ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:
- მანჩესტერ სიტი (ინგლისი)
- რეალი (ესპანეთი)
- ბაიერნი (გერმანია)
- ლივერპული (ინგლისი)
- რომა (იტალია)
- პსჟ (საფრანგეთი)
- ჩელსი (ინგლისი)
- დორტმუნდი (გერმანია)
- ინტერი (იტალია)
- ვილიარეალი (ესპანეთი)
TOP200-ში მხოლოდ ერთი ქართული კლუბია – ბათუმის „დინამო“ 198-ე ადგილზე იმყოფება.