„მანჩესტერ სიტი“ ტრანსფერებზე 332 მილიონ ევროს დახარჯავს
„მანჩესტერ სიტი“ ტრანსფერებზე 332 მილიონ ევროს დახარჯავს

ინტერნეტ-გამოცემა „ათლეტიკმა“ „მანჩესტერ სიტის“ სატრანსფერო ბიუჯეტის შესახებ შეიტყო.

როგორც ირკვევა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ინგლისის ვიცე-ჩემპიონი 332 მილიონი ევროს დახარჯვას აპირებს.

რა თქმა უნდა, ამ თანხაში შედის ფეხბურთელების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი. კლუბმა უკვე მიიღო სოლიდური თანხა ლეროი სანეს „ბაიერნში“ გაშვებიდან. „სიტი“ ასევე აპირებს გაბრიელ ჟესუსის გასხვისებას. დარჩენილ თანხას კლუბის მფლობელები სამწვრთნელო შტაბს გამოუყოფენ.

„მანჩესტერ სიტიმ“ თავიდან აიცილა ევროთასებიდან დისკვალიფიკაცია ფინანსური ფეარ პლეის დარღვევისთვის.