ნიდერლანდელმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა ტიჯანი რეინდერსმა ცოტა ხნის წინ გააგრძელა კონტრაქტი „მილანთან“, მაგრამ ძალიან მალე შეიძლება დატოვოს იტალიური კლუბი.
„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა უკმაყოფილოა ამ სეზონში მოედნის ცენტრში თამაშით და რეინდერსის სახით ამ რგოლის გაძლიერების შესანიშნავ ვარიანტს ხედავს.
„მილანს“ არ სურს ნიდერლანდელის გაშვება, მაგრამ კლუბი შეიძლება მომავალ სეზონში ევროთასებზე ვერ გავიდეს, რაც აიძულებს გაყიდოს ფეხბურთელი ფინანსური პრობლემების გამო. 26 წლის რეინდერსის ტრანსფერმა, შესაძლოა, 60 მილიონი ევრო შეადგინოს.
ამ სეზონში რეინდერსმა 46 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, 14 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.