ბრიტანული სპორტული მედიის ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტი“ „ნიუკასლის“ ბრაზილიელი ნახევარმცველის, ბრუნო გიმარაესის ტრანსფერითაა დაინტერესებული და მას როდრის შემცვლელად განიხილავს.
„ოქროს ბურთის“ 2024 წლის გამარჯვებულმა, ესპანელმა როდრიმ ტრავმა მიმდინარე წლის შემოდგომაზე მიიღო და ის მოედანზე გასვლას მომდევნო სეზონამდე ვერ მოახერხებს.
როდრის გარეშე „მანჩესტერ სიტის“ თამაშების მოგება ძალიან უჭირს, გუნდი ბოლო 10 მატჩიდან შვიდში დამარცხდა.
რაც შეეხება ბრუნო გიმარაესს, 27 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი მზადაა, „სიტის“ წინადადებას მოუსმინოს და ინგლისის მოქმედ ჩემპიონს ზამთარშივე შეუერთდეს.
ფეხბურთელს „ნიუკასლთან“ მოქმედი კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, ხოლო მისი სატრანსფერო ფასი 85 მილიონი ევროა.