„მანჩესტერ სიტი“ როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს #1TVSPORT

08:05, 07.08.2025

„მანჩესტერ სიტი“ ესპანელ ნახევარმცველთან, როდრისთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს. მხარეებს შორის მოქმედი ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

იტყობინებიან, რომ „სიტი“ მზად არის, ესპანელს შესთავაზოს ახალი კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე.

განახლებული ხელშეკრულების მიხედვით, ინგლისურ კლუბში როდრიზე მაღალი ხელფასი მხოლოდ ფორვარდ ერლინგ ჰალანდს ექნება.

როდრი „მანჩესტერ სიტიში“ 2019 წლიდან თამაშობს.

მსგავსი