„მანჩესტერ სიტი“ როდრიგოს შეძენას აპირებს #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტიმ“, შესაძლოა, „რეალის“ გარემარბი როდრიგო გაიფორმოს.
ინგლისური კლუბი განიხილავს ბრაზილიელის ტრანსფერს მას შემდეგ, რაც რამდენიმე ფეხბურთელს გამოეთხოვება, – წერს იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო. კერძოდ, ჯეკ გრილიში იჯარით „ევერტონში“ გადადის, ჯეიმს მაკატი ახლოსაა „ნოტინგემში“ გადასვლასთან, სავიო კი შეიძლება „ტოტენჰემმა“ შეიძინოს.
აღნიშნავენ, რომ „სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა როდრიგოს ნიჭის დიდი ხნის თაყვანისმცემელია.
თავად „რეალი“ როდრიგოს წასვლის საშუალებას მისცემს, თუ ის ამას თავად მოისურვებს. მადრიდელები ბრაზილიელის სანაცვლოდ დაახლოებით 100 მილიონ ევროს მოითხოვენ.
გასულ სეზონში როდრიგომ ლა ლიგაში 30 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.