„მანჩესტერ სიტი“ „რეალის“ ორ ფეხბურთელში 200 მილიონს იხდის #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტი“ უახლოეს ზაფხულში იმედოვნებს მადრიდის „რეალის“ ორი ნახევარმცველის – ჯუდ ბელინგემისა და ედუარდო კამავინგას გაფორმებას.
გამოცემა Defensa Central-ის ინფორმაციით, ამ ორი ფეხბურთელის ტრანსფერით პირადად არის დაინტერესებული „სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა.
წყაროს ცნობით, ინგლისური კლუბი მზად არის ინგლისელი და ფრანგი მოთამაშის ტრანსფერში 200 მილიონი ევრო გადაიხადოს.