„მანჩესტერ სიტი“ პოლ პოგბას ოთხწლიან კონტრაქტს სთავაზობს #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტი“ პოლ პოგბას ოთხწლიან კონტრაქტს სთავაზობს #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა შეიძლება „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდეს, – ამის შესახებ წერს გაზეთი The Guardian.

წყაროს ცნობით, პრემიერლიგის ლიდერი განიხილავს 29 წლის ფრანგის გაფორმებას ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით. თავად პოგბა მზად არის გადავიდეს „სიტიში“, რადგან დაინტერესებულია ხოსეპ გვარდიოლასთან თანამშრომლობით.

„მანჩესტერ სიტი“ მზად არის შესთავაზოს ნახევარმცველს ოთხწლიანი კონტრაქტი. სავარაუდოდ, პოგბას მოუწევს ხელფასის შემცირებაზე წასვლა.

ფრანგი ფეხბურთელის კონტრაქტი „იუნაიტედთან“ 2022 წლის ივნისამდეა ძალაში. პრემიერლიგის 30-ე ტურში ნახევარმცველმა „ლივერპულთან“ მატჩში ტრავმა მიიღო და დიდი ალბათობით აღარ ითამაშებს ამ სეზონში.

ამ სეზონში პოგბამ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 27 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.